გუნდი "მკითხველთა საზოგადოება", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ "წიგნების თაობა 2014"ის ფარგლებში, ეწვია წეროვნის საჯარო სკოლას. ბავშებს გადასცა ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები, მოაწყო წიგნების პრეზენტაცია.
ასევე მოაწყო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც გადაეცათ სულაკაურის ფასდაკლების ბარათები და გამომცემლობის მერ გამოყოფილი წიგნები.
ჩვენი გუნდის სახელით მადლობას ვუხდით გამომცემლობას, იმისათვის რომ, სტუდენტებს საშუალება მოგვცა გარკვეული წვლილი შეგვეტანა ახალგაზრდებში წიგნიერების გაღრმავებაში. პროექტს ვუსურვებთ წარმატებებს, ასევე ამ პროექტის მონაწილე ყველა გუნდს.
ვფიქრობთ რომ მიუხედავად ჩვენი პასიურობისა, მაინც მოვახერხეთ და მთავარი გასაკეთებელი გავაკეთეთ: მოსწავლეები რაღაც დონეზე კიდევ უფრო დავაახლოვეთ წიგნებთან და შევეცადეთ მათთვის დაგვენახებინა ის, თუ რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს წიგნმა და მით უფრო მხატრულმა ლიტერატურამ.პ.ს
ვაპირებთ რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგაც გავაგრძელოთ და კიდევ მოვაწყოთ მსგავსი შეხვედრები ბავშვებთან, რადგან სწორედ ამ ბავშვების ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი...
No comments:
Post a Comment