ვფიქრობ, მშობლის უპირველესი მოვალეობაა შვილებს ასწავლოს წიგნის სიყვარული. მისი სწავლა კი, რაღათქმაუნდა ყველაზე ადვილად ჩასანერგი სწორედ რომ ბავშვობაშია. ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული ეს ილუსტრირებული წიგნი, რომელიც ძმები გრიმების ზღაპრებზე მოგვითხრობს ყველა ბავშვისთვის საყვარელი და პოპულარული კრებულია.
პ.ს
ნორჩი მკითხველლის პატარა სახალისო ისტორია
ნორჩი მკითხველლის პატარა სახალისო ისტორია
იაკობ გრიმთან პატარა გოგონა მივიდა და ჰკითხა:
- შენა ხარ ბატონი გრიმი, რომელმაც ბევრი მშვენიერი ზღაპარი დაწერა?
- კი, ჩემო ბავშვო, მე და ჩემმა ძმა ვილჰელმმა დავწერეთ ზღაპრები.
- მაშ, ალაბთ, ჭკვიანი თერძის ზღაპარიც შენი დაწერილი იქნება, რომელიც ასეთი სიტყვებით მტავრდება : „ვინც ამას არ დაიჯერებს, ტალერს გადაიხდისო?“ -ჰკითხა პატარამ.
- კი, ჩემო ბავშვო, ეგეც ჩვენია, -მიუგო იაკობ გრიმმა.
- მაშტალერი მმართებს, რადგან ის ამბავი არ მჯერა, ოღონდ დღეს მხოლოდ სამი გროშის მოცემა შემიძლია, დანარჩენი ყულაბაში მაქვს და მერე მოგიტან.
No comments:
Post a Comment