Tuesday, May 27, 2014

ოლიმპიური სოფელი


კიდევ ერთი "წახეტიალება" მშენებარე ოლლიმპიურ სოფელში. ჩვენმა გუნდმა, მოვიარეთ სავაჭრო ობიექტები და შევხვდით როგორც კონსულტანტ გამყოდველებს და მესაკუთრეებს, ასევე  უბრალო გამვლელ მოქალაქეებს. გავაცანით მათ ჩვენი გუნდი და ბაკურ სულაკაურის კატალოგები, მოვაწყეთ წამახალისებელი ვიქტორინა და გადავეცით გამარჯვებულებს ფასდაკლების ბარათები. გვქონდა მკითხველ საზოგადოებასთან დისკუსია, საუბარი მხატრულ ლიტერატურაზე, თანამედროვე ქართულ მწერლობაზე და გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები.
პ.ს
ვფიქრობთ ნაყოფიერი იყო ჩვენი დღევანდელი გასვლა ქალაქში და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება ჩვენს "მკითხველთა საზოგადოებას".

Sunday, May 25, 2014

პირველი კვირის რეპორტი

 
 კონკურსის "წიგნების თობა 2014-ის" ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა მხატრული ლიტერატურის  პოპულარიზაცია მოეხდინა, ძირითადად მოსწავლე ახალგაზრდებში. ჩვენ ვთვლით, რომ მხატრული ლიტერატურის სიყვარული ადამინმა ბავშვობიდან უნდა გამოიმუშაოს, ამიტომ პირველი კვირა დავუთმეთ სკოლებს.
 მივედით 176 სკოლაში და კერძო სკოლა "პოლუსში". გავესაუბრეთ ბავშვებს, გავაცანით მათ ჩვენი სამომავლო გეგმები, გადავეცით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კატალოგები და ფასდაკლების ბარათები.
 უმცროს კლასელებს გავაცანით სულაკაურის ახალი ზღაპრები და რამდენიმე წავიკითხეთ მათთან ერთად.
უფროს კლასელებს კი ჩავუტრაეთ სემინარი რომელმაც ვფიქრობ დიდი მოწონება დაიმსახურა. ვესაუბრეთ მათ, თუ რა სარგებლობა მოაქვს წიგნს და რატომ უნდა აიღოს იგი ადამინმა, თუ მას რაიმე სპეციალური არ უბიძგებს ამისკენ.
ასევე იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ეს ჩვევა ვესაუბრეთ მხატრული ცოდნის დადებით მხარეებზე და იმ რეაქციიდან გამომდინარე რაც ჩვენმა სემინარმა მოახდინა მათზე ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ახალგაზრდით მეტია უკვე დაინტერესებული იკითხოს წიგნი.
გვქონდა ალბერ კამიუს წიგნის "ოსკარი და ვადისფერი ქალბატონის" "პრეზენტაცია". გავაცანით მოსწავლეებს მისი შემოქმედება, ის წიგნები რაც თარგმნილია ქართულად. ასევე, აკა მორჩილაძის "ქართულის რვეულების" განხილვა და საინტერესო დისკუსია წიგნის იმ თავზე სადაც მოთხრობილია "გრძელი სურათი რევოლუციის".
პ.ს
ვფიქრობ საინტერესო კვირა იყო მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა...
წინ ბევრი საინტერესო ღონისძიებები გველოდება ;)

Thursday, May 22, 2014

კითხვა მკითხველი საზოგადოებისთვის "მკითხველთა საზოგადოებისგან "

 „ერთი ჯადოსნური სიტყვა:
  გურია!
  მერე, დამოუკიდებლობის წლებში, რას აღარ ეძახდნენ გურიას.
  უფრო იმიტომ, რომ ბევრი მინისტრი და თვით მთავრობის ორივე მეთაურიც გურული იყო. სოციალიზმის ნაზარეთიო, რაც გერმანიისათვის არის პრუსია, ის არის საქართველოსთვის გურიაო და ასე. ზოგი ბოროტად ეძახდა, ზოგი - კეთილად.
  გურია კი იყო საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული მხარე, ყველაზე შეურიგებელი და მჭახე. მაგრამ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, იმათ შორის კი მთავარი იყო სიღარიბე.
   გურიის ამბავმა ჩათრევა იცის და რომ საბოლოოდ არ ჩაგვითრიოს, პირველ ჯადოსნურ სიტყვას საჩქაროდ უნდა მოვაყოლოთ მეორე:
. . . . . . !“

რა არის, მეორე ჯადოსნური სიტყვა და ვინ არის ავტორი წიგნისა, რომლიდანაც მოყვანილია ნაწყვეტი?

ვიქტორინა "მკითხველთა საზოგადოებისგან"


დღეს, საღამოს 21:00-დან 22:00-მდე დაიდება ჩვენს ბლოგზე კითხვა. ის ვინც პირველი უპასუხებს დასმულ კითხვას მიიღებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნს "საუკეთესო ქართული მოთხრობა 2012".


თუ გსურთ თვალი მიადევნოთ თანამედროვე ქართულ პროზას, 15 საუკეთესო იდეალური მეგზურია.
კრებულში შესულია 2011 წელს ქართულ ლიტერატურულ პრესაში და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან შერჩეული 15 საუკეთესო მოთხრობა.
თითოეული მათგანი ამავე დროს არის ნომინანტი პრემიისა ,,წლის საუკეთესო მოთხრობა'', რომელსაც ,, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა '' წელს უკვე მეშვიდედ გადასცემს სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს.

ძუნწი და ოქრო


Wednesday, May 21, 2014

ახალი წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

ჰარუკი მურაკამის რომანი „კაფკა პლაჟზე“ 2002 წელს გამოიცა და სხვადასხვა პრემიებთან ერთად, 2005 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საუკეთესო ახალგაზრდული წიგნის ჯილდოც მოიპოვა. 

კაფკა თამურა თხუთმეტი წლის მოზარდია, უსმენს Radiohead-ს და ჯონ კოლტრეინს. ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, რათა თავი დააღწიოს მამას, რომელმაც ბავშვობაში უწინასწარმეტყველა, მე მომკლავ, დედასთან და დასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებო. კუნძულ სიკოკუზე გადახვეწილი მოზარდი ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას, პარალელურად კი იმავე კუნძულისაკენ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ბატონი ნაკატა მიემართება. ყოფითი დეტალებით აღსავსე ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ბედზე დიდ გავლენას ახდენენ გასაოცარი ძალები და ... კატები.



აკა მორჩილაძე 
ქემერა

"მაზავშიკი" ქემერა - ერთი ჩვეულებრივი "ნახალოვკელი" ბიჭია, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო ტოტალიზატრია. ის თავად გიამბობთ თავის ცხოვრებასა და საქმიანობაზე; გაგაცნობთ თავის ოჯახს და მეგობრებს; გიამბობთ ალალად და მოურიდებლად, ისე დაწვრილებით, რომ თავი კინოში გეგონებათ, სადაც ყველა პასაჟი თუ კადრი მნიშვნელოვანია.



რომელს წაიკითხავთ პირველს?

პილატეს სახარება

"ერიკ-ემანუელ შმიტი ჩვენში ძალიან პოპულარული გახდა ბოლო წლებში. ალბათ, ბევრი თქვენგანი კარგად იცნობს მის სიკეთით სავსე წიგნებს, რომლებიც ადამიანების რწმენას და სიყვარულს გვიღვივებენ და დაუღალავად ქადაგებენ, რომ ღმერთი ერთია. უბრალოდ, ყველა სხვადასხვა სახელს ვეძახით.  შმიტის  წიგნები სავსეა გულკეთილი მუსლიმი გამყიდველებით, ჰუმანური და რწმენით სავსე კათოლიკე მღვდლებით, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ბავშვებით, გაციმბირებული დედებით, მძიმედ ავადმყოფი და მაინც ოპტიმიზმით სავსე პატარა ბიჭუნებით... 


მაგრამ ამ კაცს, რომელიც  იმედიანი და უბრალო, ადამიანური სიკეთეებით სავსე ამბებით  გვანებივრებს, ერთი ძალიან განსხვავებული და ცოტა უცნაური წიგნი აქვს დაწერილი - „პილატეს სახარება“.  მაგრამ ეს ალბათ ყველაზე უკეთესი წიგნია მათ შორის, რაც კი შმიტს ოდესმე დაუწერია.„პილატეს სახარების“ ხშირად ეშინიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იკარგება შანსი, ადამიანებმა სხვანაირად გაიაზრონ ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორიები და დაუშვან, რომ პილატეც, იუდაც და იესოც, პირველ რიგში ადამიანები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ დროში მაინც.


„პილატეს სახარება“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი იესოს მონოლოგია. იესო ზეთისხილის ბაღშია და მის დასაპატიმრებლად წამოსულ ჯარისკაცებს ელოდება. იცის, რაც მოელის. იესო იხსენებს თავის განვლილ ცხოვრებას, ყველაფერს, რამაც იგი სასწაულმოქმედ მქადაგებლად აქცია. იხსენებს, როგორი ეჭვები და ყოყმანი იპყრობდა ადრე, როგორ იმტვრევდა თავს იმაზე ფიქრით, მართლაც იყო თუ არა მასში რამე ღთაებრივი. როგორ გაუჭირდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რადგან ყოველთვის ფიქრობდა, რომ შეიძლება, გადაჭარბებულად აფასებდა საკუთარ თავს, შეიძლება, ჩვეულებრივი დურგლის ბიჭი იყო და მეტი არაფერი. ეს მონოლოგი საოცარი გულახდილობითაა დაწერილი.


„პილატეს სახარების“ პირველი ნაწილის ძალიან საინტერესო პერსონაჟია იუდა. იესოს მონოლოგიდან ირკვევა, რომ იუდას ღალატი მთლიანად იყო დაგეგმილი და შეთანხმებული. ეს ყველაფერი იუდამ მოიფიქრა. იესოს ვერსიით,  ძალიან ჭკვიანმა იუდამ იცოდა, რომ ადამიანებს, იმისთვის, რომ დაგიჯერონ, აუცილებლად სჭირდებათ მსხვერპლი და ხილული სასწაული. ამიტომ გადაწყვიტა იესომ, თავი გაეწირა. თავი გაწირა იუდამაც, რადგან სამუდამოდ დაიმკვიდრა შერცხვენილის სახელი და მოღალატის სინონიმად იქცა.


იუდას დადებით პერსონაჟად წარმოჩენა და იესოსა და იუდას შორის შეთანხმების არსებობა ახალი არ არის. მეოცე საუკუნეში, ეგვიპტის უდაბნოში, აღმოაჩინეს კოპტურ ენაზე დაწერილი  აპოკრიფული ტექსტი - იუდას სახარება. ამ ხელნაწერის სიყალბე ჯერჯერობით ვერ დასტურდება, თუმცა, სულ უფრო მეტი და მეტი არგუმენტები ჩნდება მისი ნამდვილობის სასარგებლოდ.  ამ ხელნაწერში ნათქვამია, რომ იუდა გმირია, რომელსაც თავად იესომ დააკისრა ყველა მოწაფეზე უფრო ძნელი მისია _ ღალატი. სახარების მიხედვით, იუდამ იცის, რომ მოღალატის დამღას ვერასდროს მოიშორებს, მაგრამ მაინც რისკავს, იმდენად დიდია მისი სიყვარული და  ერთგულება მოძღვრისადმი.


წიგნის მეორე ნაწილი უკვე პილატეს ეთმობა  - პილატე ჰყვება, როგორ გაქრა დასჯილი იესოს გვამი და როგორ ჩაერთო თვითონ საგამოძიებო ციებ-ცხელებაში. მეორე ნაწილი ლაღად, იუმორითაა დაწერილი - პილატე ცოტა სასაცილო კაცია, თავის საქმეს ერთგულად აკეთებს და არაფერი რომ არ გამოსდის, ძალიან ბრაზობს, სასწაულებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ხდება მის თვალწინ, თაღლითობად მიიჩნევს და ცდილობს, სასწრაფოდ დაიჭიროს ის გარეწრები, ვინც გვამი ასე ოსტატურად გააქრო.

წიგნს საოცარი ფინალი აქვს - პილატე ბევრ რამეს ხვდება, მაგრამ დაჯერება მაინც არ სურს. ის ხომ ცნობილი ბრალმდებელია, რომის იმპერიაში ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირი, დაბნეული ადამიანი, კაცი, რომელმაც იესოს სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი და მერე ხელები მშვიდად დაიბანა. ეს პილატეა, იუდეველთა მეხუთე პროკურატორი და ვინ იცის, შეიძლება, სულ, სულ პირველი ქრისტიანიც. შეგიძლიათ, დაეთანხმოთ შმიტს, შეგიძლიათ, მკრეხელი უძახოთ. „პილატეს სახარებას“ არა აქვს პრეტენზია კანონიკურ ტექსტობაზე, ის უბრალოდ, ძალიან კარგი წიგნია, მხატვრული ლიტერატურაა  და ამიტომ აქვს არსებობის უფლება.


გაზეთ "ბათუმელების" რუბრიკიდან

სიახლე ჩვენს მკითხველს ^_^

  გამარჯობათ მეგობრებო! :)))))))
თქვენთვის ერთი ახალი ამბავი მაქვს :))))))))
რამდენად კარგი ეს თქვენ განსაჯეთ ;)
იქიდან გამომმდინარე, რომ ჩვენი ღონისძიებები მთლიანად არის მხატრული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, გდავწყვიტეთ ყველა ვისაც ექნება სურვილი ბანაკში მონაწილეობის, მან უნდა იმოძრაოს წიგნით ხელში (კონკრეტულად ღონისძიებას ვგულისხმობ). ანუ ვინც ამოვა ჩვენთან, ლისის ტბაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს თან ერთი მხატრული ლიტერატურის წიგნი, მაგალითად თქვენი საყვარელი მოთხრობის, რომანის ან დეტექტივის. ესე ვთქვათ : - ეს იქნება თქვენი "საშვი..."
აბა რას იტყვით?

Tuesday, May 20, 2014

"წიგენსბის თაობის" პირველი ღონისძიება

  პროექტის ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ თბილისის სკოლებში (და არა მარტო) მივიდეთ და ბავშვებთან მოვაწყოთ შეხვედრები. პირველი შეხვედრა ჩატარდა 20 მაისს, 176 სკოლაში. დღეიდან ყველა სკოლაში მოვაწყობთ მსგავს შეხვედრებს.  სურვილის შემთხვევაში სკოლებში ჩავატარებთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და დავასაჩუქრებთ ყველაზე "წიგნიერ" ახალგაზრდებს, მხატრული ლიტერატურით. მოვიწვევთ მათ ჩვენს ივენთებში და ამით შევეცდებით ჩვენი წვლილი შვიტანოთ მხატრული ცოდნის გაღრმავებასა და მის პოპულარიზაციაში.
მივცემთ მოსწავლეებს (და არა მარტო) საშუალებას დაესწრონ მათთვის საყვარელი მწერლების სემინარებს და სხვა ბევრ სურპრიზს ვპირდებით მათ, ვინც ჩევნს გვერდით იქნება.
ასე რომ, მეგობრებო! დღეიდან ველით თქვენგან აქტიურობას და წინადადებებს თუ რა გსურთ, რომ ამ მიმართულებით გავაკეთოთ თქვენთვის.
პატივისცემით "მკითხველთა საზოგადოება" ;)

წიგნები ყველას!!!


 ჩვენი გუნდი 20 მაისს ეწვია კერძო სკოლა "პოლუსს" და ბავშვებთან გამართა შეხვედრა. დაურიგა მათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კატალოგები,  ფასდაკლების ბარათები.
 ასევე უფროს კლასელებთან შეხვედრისას მათი სურვილიდან გამომდინარე დავგეგმეთ შეხვედრა კვირის ბოლოს. შეხვედრაზე მოეწყობა სემინარი თემაზე :რატომ უნდა ვიკითხოთ მხატრული ლიტერატურა", ასევე იქნება დისკუსია ბავშვებთან.
 ამის გარდა მათ გამოთქვეს სურვილი, რომ აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩევნს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
პ.ს
თავლი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გპირდებით ძალიან ბევრ საინტერესო საჩუქარს მიიღებთ ჩვენგან ^_^

Sunday, May 18, 2014

ბლოგის შესახებ

წიგნების თაობა 2014

  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სტუდენტური პროექტის ფარგლებში, გთავაზობთ მკითხველებს საინტერესო შემოთავაზებებს. ჩვენს ბლოგზე დაიდება ის ღონისძიებები რომლებსაც ჩვენი გუნდის "მკითხველთა საზოგადოების" წევრები შემოგთავაზებთ და რომელში მონაწილეობაც, ღონისძიებებზე დასწრებაც იქნება თავისუფალი. გარდა ამისა, ყველას ვინც თვალს ადევნებს ჩვენს ბლოგს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ჩვენს ივენთებში,  დავასაჩუქრებთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებით და ფასდაკლების ბარათებით.
ასე რომ იაქტიურეთ!  ^_^

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის


ვფიქრობ, მშობლის უპირველესი მოვალეობაა შვილებს ასწავლოს წიგნის სიყვარული. მისი სწავლა კი, რაღათქმაუნდა ყველაზე ადვილად  ჩასანერგი სწორედ რომ ბავშვობაშია. ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული ეს ილუსტრირებული წიგნი,  რომელიც ძმები გრიმების ზღაპრებზე მოგვითხრობს ყველა ბავშვისთვის საყვარელი და პოპულარული კრებულია.
პ.ს
ნორჩი მკითხველლის პატარა სახალისო ისტორია 
იაკობ გრიმთან პატარა გოგონა მივიდა და ჰკითხა:
- შენა ხარ ბატონი გრიმი, რომელმაც ბევრი მშვენიერი ზღაპარი დაწერა?
- კი, ჩემო ბავშვო, მე და ჩემმა ძმა ვილჰელმმა დავწერეთ ზღაპრები.
- მაშ, ალაბთ, ჭკვიანი თერძის ზღაპარიც შენი დაწერილი იქნება, რომელიც ასეთი სიტყვებით მტავრდება : „ვინც ამას არ დაიჯერებს, ტალერს გადაიხდისო?“ -ჰკითხა პატარამ.
- კი, ჩემო ბავშვო, ეგეც ჩვენია, -მიუგო იაკობ გრიმმა.
- მაშტალერი მმართებს, რადგან ის ამბავი არ მჯერა, ოღონდ დღეს მხოლოდ სამი გროშის მოცემა შემიძლია, დანარჩენი ყულაბაში მაქვს და მერე მოგიტან.

Saturday, May 17, 2014

ლიტერატურის დანიშნულება

..."უილიამ ფოლკნერმა თქვა :
ლიტერატურას აქვს დანიშნულება. ლიტერატურის დანიშნულებაა შეახსენოს ადამიანს, რომ იგი ზნეობრივი არსებაა. შეახსენოს მას მისივე ყოფილი გმირობა, მისივე ყოფილი თავდადება და შეახსენოს რომ, გული დგუში კი არ არის რომელიც სისხლს აწვდის, არამედ არის ადგილი რომელშიც სულიერებაა მოთავსებული და შეახსენოს რომ, ნერვები , ვენები და სხვა, სხეულის ნაწილები კი არ არის,  სულის ნაწილებია და შეახსენოს რომ ლიტერატურა არის საყრდენი რომელსაც დაცემული კაცი უნდა დაეყრდნოს და უნდა გადარჩეს."