Thursday, June 12, 2014

წიგნები წეროვნის სკოლის მოსწავლეებს


გუნდი "მკითხველთა საზოგადოება",  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ "წიგნების თაობა 2014"ის ფარგლებში, ეწვია წეროვნის საჯარო სკოლას. ბავშებს გადასცა ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები, მოაწყო წიგნების პრეზენტაცია.


ასევე მოაწყო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც გადაეცათ სულაკაურის ფასდაკლების ბარათები და გამომცემლობის მერ გამოყოფილი წიგნები.

ჩვენი გუნდის სახელით მადლობას ვუხდით გამომცემლობას, იმისათვის რომ, სტუდენტებს საშუალება მოგვცა გარკვეული წვლილი შეგვეტანა ახალგაზრდებში წიგნიერების გაღრმავებაში. პროექტს ვუსურვებთ წარმატებებს, ასევე ამ პროექტის მონაწილე ყველა გუნდს.
ვფიქრობთ რომ მიუხედავად ჩვენი პასიურობისა, მაინც მოვახერხეთ და მთავარი გასაკეთებელი გავაკეთეთ: მოსწავლეები რაღაც დონეზე კიდევ უფრო დავაახლოვეთ წიგნებთან და შევეცადეთ მათთვის დაგვენახებინა ის, თუ რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს წიგნმა და მით უფრო მხატრულმა ლიტერატურამ.

პ.ს
 ვაპირებთ რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგაც გავაგრძელოთ და კიდევ მოვაწყოთ მსგავსი შეხვედრები ბავშვებთან, რადგან სწორედ ამ ბავშვების ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი...

Saturday, June 7, 2014

საქ. ეროვნულ უნივერსიტეტში

ჩვენი გუნდი აგრძელებს მკითხველებთან შეხვედრას და მათ დასაჩუქრებას :)
  დღეს უნივერსიტეტ სეუში მოვაწყეთ გამოკითხვა, თუ რომელ გამომცემლობას ანიჭებენ სტუდენტები უპირატესობას. მართალია კონკრეტულად გამომცემლობების დასახელებისას იყო აზრთა სხვადასხვაობა, მგარამ რეალურად აღმოჩნდა რომ, დიდი უპირატესობით სწორედ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სარგებლობს. მათ მიერ დასახელებული წიგნების 80%  სწორედ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ნათარგმნი და გამოცემული წიგნები იყო.
   ამის გარდა მოვაწყეთ წამახალისებელი ვიქტორინა და რამდენიმე სწორი პასუხის ავტორ სტუდენტს გადავეცით ფასდაკლების ბარათები.

Tuesday, May 27, 2014

ოლიმპიური სოფელი


კიდევ ერთი "წახეტიალება" მშენებარე ოლლიმპიურ სოფელში. ჩვენმა გუნდმა, მოვიარეთ სავაჭრო ობიექტები და შევხვდით როგორც კონსულტანტ გამყოდველებს და მესაკუთრეებს, ასევე  უბრალო გამვლელ მოქალაქეებს. გავაცანით მათ ჩვენი გუნდი და ბაკურ სულაკაურის კატალოგები, მოვაწყეთ წამახალისებელი ვიქტორინა და გადავეცით გამარჯვებულებს ფასდაკლების ბარათები. გვქონდა მკითხველ საზოგადოებასთან დისკუსია, საუბარი მხატრულ ლიტერატურაზე, თანამედროვე ქართულ მწერლობაზე და გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები.
პ.ს
ვფიქრობთ ნაყოფიერი იყო ჩვენი დღევანდელი გასვლა ქალაქში და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება ჩვენს "მკითხველთა საზოგადოებას".

Sunday, May 25, 2014

პირველი კვირის რეპორტი

 
 კონკურსის "წიგნების თობა 2014-ის" ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა მხატრული ლიტერატურის  პოპულარიზაცია მოეხდინა, ძირითადად მოსწავლე ახალგაზრდებში. ჩვენ ვთვლით, რომ მხატრული ლიტერატურის სიყვარული ადამინმა ბავშვობიდან უნდა გამოიმუშაოს, ამიტომ პირველი კვირა დავუთმეთ სკოლებს.
 მივედით 176 სკოლაში და კერძო სკოლა "პოლუსში". გავესაუბრეთ ბავშვებს, გავაცანით მათ ჩვენი სამომავლო გეგმები, გადავეცით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კატალოგები და ფასდაკლების ბარათები.
 უმცროს კლასელებს გავაცანით სულაკაურის ახალი ზღაპრები და რამდენიმე წავიკითხეთ მათთან ერთად.
უფროს კლასელებს კი ჩავუტრაეთ სემინარი რომელმაც ვფიქრობ დიდი მოწონება დაიმსახურა. ვესაუბრეთ მათ, თუ რა სარგებლობა მოაქვს წიგნს და რატომ უნდა აიღოს იგი ადამინმა, თუ მას რაიმე სპეციალური არ უბიძგებს ამისკენ.
ასევე იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ეს ჩვევა ვესაუბრეთ მხატრული ცოდნის დადებით მხარეებზე და იმ რეაქციიდან გამომდინარე რაც ჩვენმა სემინარმა მოახდინა მათზე ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ახალგაზრდით მეტია უკვე დაინტერესებული იკითხოს წიგნი.
გვქონდა ალბერ კამიუს წიგნის "ოსკარი და ვადისფერი ქალბატონის" "პრეზენტაცია". გავაცანით მოსწავლეებს მისი შემოქმედება, ის წიგნები რაც თარგმნილია ქართულად. ასევე, აკა მორჩილაძის "ქართულის რვეულების" განხილვა და საინტერესო დისკუსია წიგნის იმ თავზე სადაც მოთხრობილია "გრძელი სურათი რევოლუციის".
პ.ს
ვფიქრობ საინტერესო კვირა იყო მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა...
წინ ბევრი საინტერესო ღონისძიებები გველოდება ;)

Thursday, May 22, 2014

კითხვა მკითხველი საზოგადოებისთვის "მკითხველთა საზოგადოებისგან "

 „ერთი ჯადოსნური სიტყვა:
  გურია!
  მერე, დამოუკიდებლობის წლებში, რას აღარ ეძახდნენ გურიას.
  უფრო იმიტომ, რომ ბევრი მინისტრი და თვით მთავრობის ორივე მეთაურიც გურული იყო. სოციალიზმის ნაზარეთიო, რაც გერმანიისათვის არის პრუსია, ის არის საქართველოსთვის გურიაო და ასე. ზოგი ბოროტად ეძახდა, ზოგი - კეთილად.
  გურია კი იყო საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული მხარე, ყველაზე შეურიგებელი და მჭახე. მაგრამ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, იმათ შორის კი მთავარი იყო სიღარიბე.
   გურიის ამბავმა ჩათრევა იცის და რომ საბოლოოდ არ ჩაგვითრიოს, პირველ ჯადოსნურ სიტყვას საჩქაროდ უნდა მოვაყოლოთ მეორე:
. . . . . . !“

რა არის, მეორე ჯადოსნური სიტყვა და ვინ არის ავტორი წიგნისა, რომლიდანაც მოყვანილია ნაწყვეტი?

ვიქტორინა "მკითხველთა საზოგადოებისგან"


დღეს, საღამოს 21:00-დან 22:00-მდე დაიდება ჩვენს ბლოგზე კითხვა. ის ვინც პირველი უპასუხებს დასმულ კითხვას მიიღებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნს "საუკეთესო ქართული მოთხრობა 2012".


თუ გსურთ თვალი მიადევნოთ თანამედროვე ქართულ პროზას, 15 საუკეთესო იდეალური მეგზურია.
კრებულში შესულია 2011 წელს ქართულ ლიტერატურულ პრესაში და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან შერჩეული 15 საუკეთესო მოთხრობა.
თითოეული მათგანი ამავე დროს არის ნომინანტი პრემიისა ,,წლის საუკეთესო მოთხრობა'', რომელსაც ,, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა '' წელს უკვე მეშვიდედ გადასცემს სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს.

ძუნწი და ოქრო